დღეს ქუთაისის მახლობლად, თერჯოლის ავტომაგისტრალზე, სოფელ გოდოგანთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებულები დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.
ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. დაშავებულთაგან 6 არასრულწლოვანია. ოთხი ბავშვი სამგზავრო მიკროავტობუსში იმყოფებოდა, ხოლო ორი - „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანაში.
როგორც „ინტერპრესნიუსს“დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, პაციენტების მგდომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომელიც რამდენიმე საათის წინ მოხდა, სამი ავტომანქანა ფიგურირებს. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.