ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც გაზის მილსა და ავტოფარეხის სახურავს დაეცა

ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც გაზის მილსა და ავტოფარეხის სახურავს დაეცა

თბილისში, ავალიშვილის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც გაზის მილსა და ავტოფარეხის სახურავს დაეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველებმა ეზო წაქცეული ხისგან გაათავისუფლეს.

მთლიანობაში, თბილისში ძლიერი ქარის შედეგად 16:00 საათიდან 21:00 საათის მონაცემებით, 54 საცხოვრებელი სახლი, 68 ხე, 7 გარეგანათების ბოძი, 43 ელექტროსადენი, 6 ავტომანქანა, 5 გაზის ცენტრალური მილი და 6 სარეკლამო ბანერი დაზიანდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქია უტევს რეგიონებსაც, კერძოდ: შიდა ქართლში, 3 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. აჭარაში დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი.

იმერეთში, სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოიშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი. სამეგრელო-ზემო/სვანეთი- მესტია სოფ. ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია.

მცხეთა-მთიანეთი - მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია 1 საცხოვრებელი სახლი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო