ფინეთი გახდება პირველი ქვეყანა, სადაც სასკოლო საგნებს სასწავლო პროგრამიდან ამოიღებენ

ფინეთი გახდება პირველი ქვეყანა, სადაც სასკოლო საგნებს სასწავლო პროგრამიდან ამოიღებენ

ფინეთში სკოლის სასწავლო პროგრამიდან საგნების ამოღებას გეგმავენ. ჰელსინკის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიო კილონენის განცხადებით, სწავლების მეთოდი, რომელიც ამჟამად გამოიყენება არის მოძველებული და იგი სარგებლის მომტანი მხოლოდ 1900-იან წლებში იყო. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და მოსწავლეებთან მოდერნიზებული სწავლების მეთოდები უნდა დაინერგოს. მისივე თქმით, დროთა განმავლობაში ადამიანების საჭიროებები იცვლება და საჭიროა სწავლების ახალი მეთოდების შემოღება, რათა მოსწავლეებს აზროვნების და განვითარების საშუალება მიეცეთ.

ამ მიზნით იგეგმება სასწავლო პროგრამიდან ყველა საგნის ამოღება, რომლებიც ჩანაცვლდება სწავლების ინდივიდუალურ მეთოდებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს აღარ ჩაუტარდებათ მათემატიკის, გეოგრაფიის ან ისტორიის გაკვეთილები. მათი გაკვეთილების შინაარსი მაგალითად შეიძლება

იყოს მეორე მსოფლიო ომი, მათემატიკის პერსპექტივები და ა.შ. ასევე მაგალითად გაკვეთილი "კაფეში მუშაობა", რომელიც სტუდენტებს ინგლისური ენის, ეკონომიკისა და კომუნიკაციის უნარების დახვეწაში დაეხმარება. განაგრძეთ კითხვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე