2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებითვის ტრამპის სლოგანი ცნობილია

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებითვის ტრამპის სლოგანი ცნობილია

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სლოგანი გააჟღერა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს მისი სლოგანი იქნება „შევინარჩუნოთ ამერიკა დიადი“.

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა პენსილვანიის შტატში თავის მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ სლოგანი „კვლავ გავხადოთ ამერიკა დიადი“, ვინაიდან მე ეს უკვე გავაკეთე. ამიტომაც ჩვენი ახალი სლოგანი, როდესაც საპრეზიდენტო კამპანიას ორ წელიწადში დავიწყებთ, იქნება „შევინარჩუნოთ ამერიკა დიადი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე