ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან

ოკუპირებული ახალგორი ტატუნაშვილთან ერთად 22 თებერვალს დაკავებულმა ქუტაშვილმა და პავლიაშვილმა დატოვეს და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ქუტაშვილი და პავლიაშვილი ოკუპირებულ დაბაში იმყოფებოდნენ, თუმცა დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მათ დოკუმენტები ჩამოართვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულები თავს კარგად გრძნობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ოფიციალური უწყებები განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებენ.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი