"სითი პარკი" - მერიის გადაწყვეტილება დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და გავლენას იქონიებს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე

"სითი პარკი" - მერიის გადაწყვეტილება დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და გავლენას იქონიებს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე

სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან ტაბიძის განცხადებით, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე თბილისის მერის განცხადებამ კომპანიაში დასაქმებულთა უფლებები რისკის ქვეშ დააყენა.

როგორც ტაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებდა და ასრულებს. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, მერის მიერ ხელშეკრულების გაწყვეტა უსაფუძვლოა.

"კომპანია აუცილებლად მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე და დაიცავს თავს - როგორც ბიზნესის, ისე უცხოელი ინვესტორების ინტერესებს. სამწუხაროა, რომ მერიის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული გადაწყვეტილებები დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და გავლენას იქონიებს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე. პოლიტიკური განცხადება აუცილებლად, ასევე იმოქმედებს ქალაქში პარკირების სფეროს რეგულაციაზე და დასაქმებულთა სამუშაო გარემოზე. მერის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ რისკის ქვეშ დააყენა კომპანიაში დასაქმებულთა, საქართველოს მოქალაქეთა უფლებები", - განაცხადა ტაბიძემ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო