გერმანიის კანცლერის პოსტზე კვლავ ანგელა მერკელი აირჩიეს

გერმანიის კანცლერის პოსტზე კვლავ ანგელა მერკელი აირჩიეს

გერმანიის პარლამენტმა ანგელა მერკელი ფედერალური კანცლერის პოსტზე აირჩია. ეს მისი ზედიზედ მეოთხე ვადაა აღნიშნულ პოსტზე.

ანგელა მერკელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ბუნდესტაგის 364-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ 315 პარლამენტარი წავიდა, ხოლო 9 დეპუტატმა თავი შეიკავა.

დღესვე ანგელა მერკელი გერმანიის პრეზიდენტისგან კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნის სიგელს მიიღებს. შემდეგ ის ფიცს დადებს პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატების წინაშე.

დღის მეორე ნახევარში კი ახალი მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება. გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები გასული წლის 24 სექტემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება კოალიციურ მთავრობაზე მხოლოდ 12 მარტს იქნა მიღწეული.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე