რუსმა ტურისტმა ზღვაში იმშობიარა - ნახეთ საოცარი ფოტოები

რუსმა ტურისტმა ზღვაში იმშობიარა - ნახეთ საოცარი ფოტოები

რუსმა ტურისტმა ეგვიპტეში წითელ ზღვაში იმშობიარა, ეს არაჩვეულებრივი მომენტი კი ჰადია ჰოსნი ელ საიდმა ბიძის სახლის აივნიდან გადაიღო, რომელიც ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, შემთხვევა დაჰაბში მოხდა, წყვილმა მშობიარობა ზღვაში წინასწარ დაგეგმა. ფოტოებზე ჩანს, როგორ ამოდის ზღვიდან ბავშვის მამა, ჩვილით ხელში, ცოტა ხანში კი მათ დედაც შეუერთდა.

ჰადიას თქმით, წვერიანი, ასაკოვანი მამაკაცი ექიმია, რომელიც ორსულებს წყალში მშობიარობაში ეხმარება.

ზღვის ნაპირზე დედას და მამას მათი უფროსი შვილი ელოდებოდა. ჰადიამ ფოტოები „ფეისბუქზე“ რამდენიმე დღის წინ განათავსა და ის უამრავმა ადამიანმა გააზიარა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო