ტრაგედია გლდანში - მოზარდმა შემთხვევით გასროლილი ტყვიით მასთან სტუმრად მყოფი მეზობლის გოგო იმსხვერპლა

ტრაგედია გლდანში - მოზარდმა შემთხვევით გასროლილი ტყვიით მასთან სტუმრად მყოფი მეზობლის გოგო იმსხვერპლა

გლდანში, მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გასროლა მაშინ მოხდა, როცა მოზარდი მამის კუთვნილ იარაღს ათამაშებდა.

დაღუპული 26 წლის გოგოა, რომელიც აღნიშნული ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა და მათთან სტუმრად იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო