იანოშ ჰერმანი - ვიმედოვნებთ, ევროკავშირში სულგუნითა და მაწვნით ვისიამოვნებთ

იანოშ ჰერმანი - ვიმედოვნებთ, ევროკავშირში სულგუნითა და მაწვნით ვისიამოვნებთ

იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირში ვისიამოვნებთ სულგუნითა და მაწვნით, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ამ პოსტით ჰერმანი გამოეხმაურა გუშინ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" გმართულ კავკასიის რძის სექტორის კონგრესს, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა გახსნეს.

„კავკასიის რძის სექტორის კონგრესზე ხაზი გავუსვით ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებს ექსპორტიორებისთვის, ასევე, საქართველოს მოქალაქეების სარგებელს, რომელსაც მიიღებენ უკეთესი ხარისხისა და უფრო ჯანმრთელი რძის პროდუქტებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირში ვისიამოვნებთ სულგუნითა და მაწვნით“, - წერს ჰერმანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

„კავკასიის რძის სექტორის კონგრესის მთავარი თემა გუშინ მცირე და საშუალო ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის და ახალი შესაძლებლობების განხილვა იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან აცნობეს, რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მიზნით, კონგრესს ყოველწლიურად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მასპინძლობენ. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ევროკავშირი - ინიციატივით "ევროკავშირი ბიზნესისათვის" - და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. კონგრესს კავკასიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. მათ შორის იყვნენ ფერმერები, გადამამუშავებლები, დანადგარ-მოწყობილობების მიმწოდებლები, დარგის ექსპერტები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო