"ტელეგრაფი" - ნივთიერება, რომლითაც სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მისი ქალიშვილის სამგზავრო ჩანთაში ინახებოდა

"ტელეგრაფი" - ნივთიერება, რომლითაც სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მისი ქალიშვილის სამგზავრო ჩანთაში ინახებოდა

ნივთიერება, რომლითაც რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მისი ქალიშვილის იულიას სამგზავრო ჩანთაში ინახებოდა. ამის შესახებ გამოცემა „ტელეგრაფს“ სპეცსამსახურებში საკუთარმა წყაროებმა აცნობეს.

მათი მტკიცებით, ნივთიერება ჩანთაში იყო დამალული, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით გაჟღენთილი შესაძლოა ყოფილიყო იულიას ტანსაცმელი, საჩუქრები ან კოსმეტიკა.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან გონება დაკარგულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოიწამლნენ.

2006 წელს მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ სერგეი სკრიპალს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობისას 1990-იან წლებში სკრიპალი ბრიტანულმა დაზვერვამ გადაიბირა და ის ოფიციალურ ლონდონს სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას გადასცემდა.

2010 წელს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სკრიპალი და ჯაშუშობისთვის გასამართლებული კიდევ ორი პირი შეიწყალა და აშშ-ში დაკავებულ 10 ადამიანზე გაცვალა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე