ფოტოები და კადრები გუდაურიდან, სადაც საბაგიროზე ავარია მოხდა

ფოტოები და კადრები გუდაურიდან, სადაც საბაგიროზე ავარია მოხდა

არსებული ინფორმაციით, გუდაურში საბაგირო მწყობრიდან მუხრუჭების დაზიანების გამო გამოვიდა. „კურიერის“ ინფორმაციით, საბაგიროს მუხრუჭების დაზიანებამ, კალათების უკუსვლა გამოიწვია.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ დროისთვის მაშველებს ტურისტები ავარიული დაშვებით ჩამოჰყავთ. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულთა გადმოსაყვანად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან. მათ პირველადი დახმარება გუდაურში არსებულ ამბულატორიაში ჩაუტარდათ.

სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც ვრცელდება. კადრებს შემთხვევის ადგილიდან თვითმხილველი კახა ხიზანიშვილი ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, 10 დაშავებულის დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა. მათივე განმარტებით, ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები, ადგილზე მუშაობს სასწრაფოს სამი ბრიგადა, რომლებსაც დაშავებულები გადაჰყავთ ჯერ გუდაურის ამბულატორიაში, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე მათი ჰოსპიტალიზაცია რეანომობილებით იქნება უზრუნველყოფილი.

იხილეთ ვიდეო: როგორ ცვივა ხალხი გონდოლებიდან - წუთები, როცა გუდაურში საბაგირო ავარიულად გაჩერდა

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო