უამინდობის გამო, გუდაურიდან მეორე ვერტმფრენი გამოფრენას ვერ ახერხებს - ბოლო ინფორმაცია გუდაურიდან

უამინდობის გამო, გუდაურიდან მეორე ვერტმფრენი გამოფრენას ვერ ახერხებს - ბოლო ინფორმაცია გუდაურიდან

ბოლო ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდაპირველად 8 ადამიანის დაშავების შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით სამედიცინო დახმარების ცენტრს სამმა პირმა მიმართა.

ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, თბილისში ამ დროისთვის გადაყვანილია 7 ადამიანი.

“ჯამში 11 პიროვნება დაზარალდა. ამ ეტაპზე ჯამში, 7 ადამიანია გადაყვანილი თბილისში, 1 ადამიანი ვერტმფრენით გადააფრინეს, ხოლო დანარჩენები რეანომობილით გაემგზავრნენ. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ორსულად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ნაყოფს, ამას დიაგნოსტიკა დაადგენს და ამის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ”, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ამასთან, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გუდაურიდან მეორე ვერტმფრენი გამოფრენას ვერ ახერხებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ვერტმფრენით თბილისში 4 პაციენტი უნდა გადმოეყვანათ. ახლა მათი ტრანსპორტირება რეანომობილებით ხდება. შეგახსენებთ, რომ გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად ჯამში, დაშავებულია უკრაინის 4, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე. გუდაურიდან ცოტა ხნის წინ ვერტმფრენით უკვე გადმოიყვანეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ხელი აქვს მოტეხილი, ის ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო