ჟერარ დეპარდიემ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი არჩევანი გააკეთა

ჟერარ დეპარდიემ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი არჩევანი გააკეთა

რუსეთის მოქალაქემ და ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი არჩევანი გააკეთა.

ფრანგმა მსახიობმა სასურველ კანდიდატს ხმა პარიზში, საფრანგეთის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოს საფრანგეთში რუსეთის საელჩოს „ტვიტერის“ გვერდი ავრცელებს.

„ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთში რუსეთის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე თავისი არჩევანი გააკეთა. მოდით არჩევნებზე“, - ნათქვამია საელჩოს ჩანაწერში.

2013 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. ბრძანების თანახმად, დეპარდიემ რუსეთის პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით თავად მიმართა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე