სად რამდენს იხდიან პარკინგში და რომელია ყველაზე ძვირი ქალაქი ავტომფლობელებისთვის - მსოფლიო გამოცდილება

სად რამდენს იხდიან პარკინგში და რომელია ყველაზე ძვირი ქალაქი ავტომფლობელებისთვის - მსოფლიო გამოცდილება

"სითი პარკი" თბილისს 10 აპრილისთვის დატოვებს, რის შემდეგაც მის ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს და განახორციელებს. ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი ახალი სისტემა როგორი იქნება, მძღოლებს მოუწევთ ისევ წლიური ბარათის შეძენა, თუ თბილისში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდება. თუ მსოფლიო ანალოგებს ვნახავთ, აღმოვაჩენთ, რომ ძირითადად ყველგან საათობრივი ტარიფი მოქმედებს, რაც არც ისე მცირეა.

"ბიზნესპრესნიუსი" წარმოგიდგენთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში პარკირების რა სისტემა მოქმედებს და რა ღირს მანქანის ქუჩაში გაჩერება.

პირველი ფასიანი ავტოსადგომი ამერიკაში, ქალაქ სან-ფრანცისკოში 1934 წელს გაჩნდა. დღეს ამ ქალაქის ნაკლებად დატვირთულ ქუჩებზე 1 საათი პარკინგი 25 ცენტი ღირს, გადატვირთულ ქუჩებზე - 7 დოლარი. ქალაქის ცენტრში შესვლაც ფასიანია - 6 დოლარი მსუბუქი მანქანისთვის და 42 - სატვირთოსთვის.

ევროპაში ყველაზე ძვირი ქალაქი ავტომფლობელებისთვის - ლონდონია. ქალაქის ცენტრში თითქმის შეუძლებელია თავისუფალი ადგილის მოძებნა, თუმცა ეს რომც მოხერხდეს, მძღოლმა ერთსაათიან პარკინგში მინიმუმ 1,7 ფუნტი სტერლინგი უნდა გადაიხადოს. ყველაზე ძვირ ქუჩებზე პარკინგი ერთი საათით 4, 9 ფუნტი სტერლინგი ღირს, თუმცა აქ დგომის ხანგრძლივობაც შეზღუდულია - ძვირადღირებულ საპარკინგე ადგილზე მანქანის გაჩერება მხოლოდ 2 საათია შესაძლებელი. ავტომფლობელი შეიძლება გადაარჩინოს კერძო მიწისქვეში პარკინგებმა, თუმცა იქ 1 საათით მანქანის დაყენება 10-17 ფუნტი ღირს. გარდა ამისა, ფასიანია ქალაქის ცენტრში შესვლაც - 10,5 - 14 ფუნტის სტერლინგი... განაგრძეთ კითხვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე