დიდი ბრიტანეთის შემდეგ უკვე პოლონეთიც - ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევების შესაძლებლობას განიხილავს

დიდი ბრიტანეთის შემდეგ უკვე პოლონეთიც - ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევების შესაძლებლობას განიხილავს

პოლონეთი დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის კანცელარიის უფროსმა მიხალ დვორჩიკმა განაცხადა.

„პოლონეთი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა დონეზე მიმდინარე კონსულტაციებში, რომლებზეც „სკრიპალის საქმის“ გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება განიხილება. ჩვენ სხვადასხვა შესაძლებლობებზე, მათ შორის დიპლომატების გაძევებაზეც ვმსჯელობთ“, - განაცხადა დვორჩიკმა.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს პოლონეთი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირებას და ჩემპიონატის სხვა ქვეყანაში გადატანის მოთხოვნას, დვორჩიკმა აღნიშნა, რომ ეს უფრო „საგრძნობი იქნებოდა“.„რა თქმა უნდა, რუსეთის მოსახლეობა ამას უკეთ შეამჩნევდა, ვიდრე მორიგ ეკონომიკურ სანქციებს“, - დასძინა პოლონეთის მთავრობის კანცელარიის უფროსმა.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე