ნიკოლა სარკოზი დააკავეს - საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტისგან პოლიცია ჩვენებას ითხოვს

ნიკოლა სარკოზი დააკავეს - საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტისგან პოლიცია ჩვენებას ითხოვს

საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ჩვენების მიცემის მიზნით დააკავა. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ნიკოლა სარკოზი ქალაქ ნანტერის პოლიციაში იმყოფება, სადაც მას გამომძიებლები 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმეზე კითხავენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კამპანიის დაფინანსება ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის სახელს უკავშირდება.

2016 წელს ბიზნესმენმა ზიად ტაკიედინმა ინფორმაცია გაამჟღავნა, რომ 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში ტრიპოლიდან პარიზში 5 მილიონი ევრო ჩამოიტანა, რომელიც ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებისთვის იყო განკუთვნილი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ფრანგმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე