ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა "ფეისბუქზე" გაკეთებული კომენტარის გამო, თანამდებობა დატოვა

ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა "ფეისბუქზე" გაკეთებული კომენტარის გამო, თანამდებობა დატოვა

ნორვეგიის იუსტიციის მინისტრს სილვი ლისტჰოუგს „ფეისბუქზე“ გაკეთებული კომენტარის გამო, საკუთარი სურვილით თანამდებობის დატოვება მოუხდა. ამის შესახებ ნორვეგიული ტელერადიოკომპანია NRK იუწყება.

გადადგომის მიზეზი გახდა კომენტარი, რომელიც ლისტჰოუგმა ორი კვირის წინ „ნორვეგიის შრომის პარტიასთან“ დაკავშირებით გააკეთა. „შრომის პარტიამ“ მხარი არ დაუჭირა ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან მუშაობის გამკაცრების ინიციატივას, ხოლო „პროგრესის პარტია“, რომელსაც სილვი ლისტჰოუგი წარმოადგენს, ითხოვდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანებულ ნორვეგიელებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე პასპორტი და მოქალაქეობა ჩამოერთვას.

ლისტჰოუგი „შრომის პარტიის“ განცხადებას „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა და დაწერა, რომ „შრომის პარტია“ ტერორისტების უფლებებს ეროვნულ უშიშროებაზე მაღლა აყენებს.

ლისტჰოუგის კომენტარმა კრიტიკა დაიმსახურა, გასულ კვირას მინისტრმა პარლამენტში ოფიციალურად ბოდიში მოიხადა, თუმცა მიუხედავად ამისა, დღეს მის წინააღმდეგ უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებაზე კენჭისყრა იყო დაგეგმილი, საკუთარი გადადგომით კი სილვი ლისტჰოუგმა მთავრობა კრიზისულ სიტუაციას აარიდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე