2017 წლის აპრილ-ოქტომბერში "მარშუტკების" 42% სავალდებულო ტექდათვალიერებაზე არ გამოცხადდა

2017 წლის აპრილ-ოქტომბერში "მარშუტკების" 42% სავალდებულო ტექდათვალიერებაზე არ გამოცხადდა

„მიკროავტობუსების მიერ ინსპექტირების გავლის შესახებ ტრანსპორტის სამსახურიდან და აკრედიტაციის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაცია ერთმანეთს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. მათივე ცნობით, 2017 წლის 4 აპრილიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ინსპექტირებაზე მისული მიკროავტობუსებიდან, თავდაპირველად 68 ერთეულმა ვერ გაიარა ინსპექტირება, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების შემდეგ განმეორებითი ინსპექტირება დადებითი შედეგით 61 მიკროავტობუსმა დაასრულა.

ამასთან, როგორც ანგარშშია ნათქვამი, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 68 უარყოფითად დასრულებული ინსპექტირებიდან, 65 შემთხვევა ფიქსირდება ერთ ცენტრში, რისი მიზეზის დადგენაც მიღებული განმარტების თანახმად, შეუძლებელია.

„ტრანსპორტის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, ადგილობრივი მიმოსვლის მიკროავტობუსების მფლობელი ოთხივე კომპანია განმარტავს, რომ ყველა მიკროავტობუსმა 03.10.2016 – 03.04.2017 პერიოდში გაიარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პტი) კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთები არ იქნა წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი და აკრედიტაციის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაცია მიკროავტობუსების მიერ ინსპექტირების გავლის შესახებ არ შეესაბამება ერთმანეთს. კერძოდ, ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით, ყველა მიკროავტობუსს აქვს გავლილი პტი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც არ დასტურდება აკრედიტაციის ცენტრის მონაცემებით.

სატრანსპორტო სამსახურს არ გააჩნია კონტროლის მექანიზმი მიკროავტობუსების ინსპექტირების შედეგებზე. მიკროავტობუსების ნაწილის გამოუცხადებლობა ინსპექტირების ცენტრებში გამოწვეულია როგორც მერიის მხრიდან კონტროლის მექანიზმების არარსებობით, ასევე დარღვევებზე საპატრულო პოლიციის რეაგირების დაბალი მაჩვენებლით,“-ნათქვამია ანგარიშში

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ