დამტენზე შეერთებული ტელეფონი აფეთქდა და გოგონა იმსხვერპლა

დამტენზე შეერთებული ტელეფონი აფეთქდა და გოგონა იმსხვერპლა

მოზარდი გოგონა ინდოეთში მობილური ტელეფონის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა, ინფორმაციას Indy100 ავრცელებს.

უმა ორამმა ტელეფონი დასატენად შეაერთა და ნათესავს დაურეკა. სმარტფონი მოულოდნელად აფეთქდა და გოგონას ხელი, მკერდი და ფეხი დაუზიანა. უმამ გონება დაკარგა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივი მედიის მტკიცებით, გოგონას 2010 წელს გამოშვებული "ნოკია" ჰქონდა.

"ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო, სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი გოგონას ოჯახს.

სამართალდამცველები გამოძიებას აწარმოებენ და დამატებით კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებთ, როდესაც გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი," - განაცხადა "ნოკიას" წარმომადგენელმა Indy100-თან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს