მელორ ვაჩნაძე დააკავეს

მელორ ვაჩნაძე დააკავეს

პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი მელორ ვაჩნაძე დააკავა. ვაჩნაძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. არსებული ინფორმაციით, ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში საღამოს, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა და ერთ-ერთ პაციენტთან შესვლას ითხოვდა. ვინაიდან პაციენტის ნახვის საათები დასრულებული იყო, დაცვამ მელორ ვაჩნაძე კლინიკაში არ შეუშვა, რასაც როგორც თვითმხილველები ამბობენ, მისი გაღიზიანება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძემ კლინიკის დაცვას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მელორ ვაჩნაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს