თბილისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადეს შსს-ში.