ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს

ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმეში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ნიკოლა სარკოზის გამოძიებამ ბრალი წაუყენა პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებაში და ლიბიური სახელმწიფო სახსრების მიმალვაში. ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკოლა სარკოზი სასამართლო კონტროლის ქვეშ იქნება. აღსანიშნავია, რომ 20 მარტს საფრანგეთის პოლიციამ ნიკოლა სარკოზი ჩვენების მიცემის მიზნით დააკავა. მას გამომძიებლები 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმეზე კითხავდნენ.

აღნიშნული კამპანიის დაფინანსება ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის სახელს უკავშირდება. 2016 წელს ბიზნესმენმა ზიად ტაკიედინმა ინფორმაცია გაამჟღავნა, რომ 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში ტრიპოლიდან პარიზში 5 მილიონი ევრო ჩამოიტანა, რომელიც ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებისთვის იყო განკუთვნილი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ფრანგმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე