“ისლამური სახელმწიფო” ჩეჩნეთშიც გამოჩნდა

“ისლამური სახელმწიფო” ჩეჩნეთშიც გამოჩნდა

გროზნოში, სტაროპრომისლოვსკის რაიონში, პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა - 20 მარტის ღამეს, მამაკაცს ქუჩაში ესროლეს, ის ადგილზე გარდაიცვალა. ჩეჩნეთის შსს ინფორმაციით, მანამდე მან პოლიციელს ესროლა და საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა... დაჭრილი პოლიციელი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე გაჩნდნენ - ФСБ-ს თანამშრომლები, რომლებმაც იმ ადგილის ბლოკირება მოახდინეს და სპეცოპერაციის შედეგად ისინი გაანეიტრალეს.

ინცინდენტიდან მალევე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ეს ამ წელს პირველი შემთხვევაა, - ზოგადად კი, მესამე, როდესაც ჩეჩნეთში ისლამური სახელმწიფოს კვალი ჩნდება.

პირველად, ჩეჩნეთში პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმა 2016 წლის 17 და 18 დეკემბერს მოხდა. მაშინ სამი პოლიციელი მოკლეს და ერთი დაჭრეს. მაშინ, კადიროვის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ბოევიკი დააკავეს და საკითხი ამით ამოიწურა.

მეორე ინცინდენტი ნაურის რაიონში, შეიარაღებული არმიის ჯარისკაცებსა და ბოევიკებს შორის, 2017 წლის 24 მარტს მოხდა. მაშინ, ოფიციალური ინფორმაციით, 6 სამხედრო მოკლეს და 3 დაიჭრა. რაც შეეხება თავდამსხმელებს, 8-დან 6 განეიტრალებული იყო, ორი კი მიიმალა. კადიროვის ხელისუფლება აცხადებდა, რომ არსებული ინფორმაცია, თითქოს თავდასხმა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. არადა, გავრცელებულ ფოტოებზე სწორედ სამხედრო ნაწილი იყო ასახული. შემდეგ, მალევე ითქვა, რომ ფოტოების ავტორი დასაჯეს.

საქმე ის არის, რომ ამ ინციდენტის შესახებ კომენტარს არ აკეთებს თავად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი. რუსული მედიის თქმით, ის ვითარების რეალურად შეფასებას გაურბის და არ უნდა აღიაროს, რომ ტერორისტებმა “მის სამფლობელოშიც შეაღწიეს.”

მიუხედავად იმისა, რომ “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-ს ტერორისტებმა აიღეს, ადგილობრივი უწყებები თავდამსხმელებს მაინც “ბანდიტებს” უწოდებს და მათ მიმართ ლოიალურად განწყობილ ადგილობრივებს, “სასტიკი სასჯელით” ემუქრებიან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე