ევროკავშირი ლონდონის მიმართ სიმბოლური მხარდაჭერის ნიშნად, რუსეთიდან ელჩს გამოიწვევს

ევროკავშირი ლონდონის მიმართ სიმბოლური მხარდაჭერის ნიშნად, რუსეთიდან ელჩს გამოიწვევს

ევროკავშირის ქვეყნები თვლიან, რომ ყოფილი ორმაგი რუსი აგენტის, სკრიპალის მოწამვლაში პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან შეხვედრისას გააკეთა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, კონსულტაციების მიზნითა და ლონდონის მიმართ სიმბოლური მხარდაჭერის ნიშნად, მოსკოვიდან გამოიწვიონ ევროკავშირის ელჩი, გერმანელი დიპლომატი მაკრუს ედერერი.

აღნიშნულ საკითხს ტუსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზეც გამოეხმაურა.

„ევროკომისია ეთანხმება დიდი ბრიტანეთის მთავრობას, რომ სოლსბერიში მომხდარის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას და რომ არ არსებობს სხვა უფრო დამაჯერებელი განმარტება“, - წერს ტუსკი.

გუშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ევროპა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ. მისი თქმით, სოლსბერიში მომხდარი ინციდენტი „ევროპის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია“. გუშინ საღამოს მეიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ ევროკავშირის სახელით მოსკოვს ერთობლივ მიმართვას გაუგზავნიდნენ.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან გონებადაკარგულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოიწამლნენ.

ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე