როგორ ქურდავენ მაღაზიებს არასრულწლოვანები თბილისში? - "პალიტრანიუსი" სათვალთვალო კამერების ექსკლუზიურ ჩანაწერებს აქვეყნებს

როგორ ქურდავენ მაღაზიებს არასრულწლოვანები თბილისში? - "პალიტრანიუსი" სათვალთვალო კამერების ექსკლუზიურ ჩანაწერებს აქვეყნებს

ბოლო პერიოდში 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. მაღაზიები, აფთიაქები, ოფისები და ავტომობილები მათი ძარცვის ძირითადი ობიექტებია, რასაც სათვალთვალო კამერებიც აფიქსირებს. ტელეკომპანია "პალიტრანიუსი" არასრულწლოვნების მიერ მაღაზიების გაქურდვის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. ვიდეოებში ჩანს, როგორ მიდის ორი არასრუწლოვანი მაღაზიასთან, ერთ-ერთი სახრახნისით ხსნის კარს და სალაროდან ფული მიაქვს, მეორე კი მას გარეთ ელოდება. ბოლო თვეების განმავლობაში არასრულწლოვნების მიერ სავაჭრო ობიექტების ძარცვის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, წელს მხოლოდ თბილისში 50-მდე მსგავსი შემთხვევა მოხდა. არასრულწლოვნები იპარავენ სუპერმარკეტებში, ტანსაცმლისა და ტექნიკის მაღაზიებში და სხვაგან, რაც ზოგჯერ დღის საათებში ხდება.

იმის გათვალისწინებით, რომ 14 წლამდე მოზარდებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება, მოსახლეობის ნაწილი პრობლემის მოგვარებას კანონის გამკაცრებაში ხედავს. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კანონის გადახედვა არ იგეგმება, რასაც იურისტებიც გამართლებულად მიიჩნევენ, რადგან, მათი აზრით, არასრულწლოვნებში სადამსჯელო ღონისძიება გამოსავალი ვერ იქნება და მოგვარების გზებს სხვა მიმართულებით ხედავენ.

არასრულწლოვანთა დანაშაული რომ გახშირებულია, ამას შს მინისტრიც აღნიშნავს. გიორგი გახარიას თქმით, არასრულწლოვანთა კოდექსმა, რომელიც 2016 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა, გარკვეული შედეგები გამოიღო, თუმცა 14 წლამდე მოზარდებში დანაშაული გაზრდილია.

წაიკითხეთ ასევე:

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს