"თბილისამდე ამბავი ვერ აღწევს,­ თორემ ამათ წამებისას არაერთი შემოჰკვდომიათ..." - ვინ შეიძლება მოხვდეს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში"

"თბილისამდე ამბავი ვერ აღწევს,­ თორემ ამათ წამებისას არაერთი შემოჰკვდომიათ..." - ვინ შეიძლება მოხვდეს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში"

არჩილ ტატუნაშვილი უკანასკნელ წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპულ მესამე მსხვერპლად ითვლება. უფრო ადრე, 2014 წლის 4 ივნისს, გაუჩინარდა 19 წლის დავით ბაშარული, რომელიც 2015 წლის იანვარში ახალგორის მახლობლად, ტყეში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. ის უკანასკნელად ახალგორის პოლიციიდან გამოსული ნახეს და შემდეგ კვალი დაიკარგა. 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე 31 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. მკვლელი ცნობილია, თუმცა რაშიდ კანჯი-ოღლი არ დაუსჯიათ. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება, ის აფხაზეთში მშვიდად ცხოვრობს. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიქართველებზე ნადირობა 90-იანი წლებით არ ამოწურულა, 2000-იანი წლებიდან მათ არაერთი ქართველის სიცოცხლე შეიწირეს.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა შეადგინოს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" (მაგნიტსკის სიის მსგავსი ინსტრუმენტი - 2012 წლის დეკემბერში აშშ-ში ძალაში შევიდა ე.წ. მაგნიტსკის სია, რომლის მიხედვითაც დაუწესდათ სანქციები რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბრალი მიუძღოდათ ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობაში. სანქციები ითვალისწინებს მათთვის აშშ-ის ბანკებში ფინანსური აქტივების გაყინვასა და ვიზების გაცემის შეზღუდვას), რომელშიც საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდადებული/ბრალდებული პირები იქნებიან შესული... ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედის თქმით, თუ ამ სიაში მხოლოდ კანჯი-ოღლი შევა, მაშინ ის არაფრისმომცემი იქნება.

გაზეთი "კვირის პალიტრა" მკითხველს წარუდგენს ზოგიერთი იმ პირის სიას, რომლებიც წლების განმავლობაში ეთნიკურ ქართველებს ავიწროებდნენ, თუმცა მათი სია ბევრად გრძელია.

წამების დიდოსტატები

"კვირის პალიტრასთან" საუბარში ანონიმური წყარო აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში "ედინაია ოსეტიას" წევრის, სპარტაკ დრიაევის ხელი ურევია. მას კარგი კავშირები აქვს და ცდილობს ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსობა მიიღოს. ადგილობრივების თქმით, სპარტაკ დრიაევი ქართველების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, კეთილგანწყობილი არ არის. ამასთან, ახალგორში ვითარების დაძაბვას ცდილობს, რათა ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსს, ფილიპ ხაჩიროვსა და რაიონის მილიციის უფროს ალექსანდრე ჯიოევს "ცენტრთან" ურთიერთობა გაუფუჭოს.

მეორე ვერსიით, ტატუნაშვილის მკვლელობაში ასევე ფიგურირებს ლუდვიგ ხაჩიროვი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების თანამშრომელია. მილიციის უფროსმა ალექსანდრე ჯიოევმა ტატუნაშვილისა და მისი მეგობრების დაკავების ბრძანება გასცა, თუმცა ქართველი სამხედროს წამებაში ლუდვიგ ხაჩიროვი მონაწილეობდა. "ყველა მათგანი - სპარტაკ დრიაევი, ალექსანდრე და მურატ ჯიოევები, ფილიპ და ლუდვიგ ხაჩიროვები ცდილობენ ერთმანეთს "საქმის კეთებაში" კონკურენცია გაუწიონ, პოსტები შეინარჩუნონ და ამით მთავრობის ნდობა მოიპოვონ", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი მცხოვრები.

მისივე თქმით, 2014 წელს დავით ბაშარულიც წამებით შემოაკვდათ. "წამების ერთ-ერთ "დიდოსტატად" დრიაევი ითვლება. თბილისამდე ამბავი ვერ აღწევს, თორემ ამათ წამებისას არაერთი ადამიანი შემოჰკვდომიათ. დღემდე უსასტიკესი საბჭოთა მეთოდებით მუშაობენ. ისე გაითამაშეს, ვითომ ბაშარულმა თავი ჩამოიხრჩო და ოჯახს ცხედარი 6 თვის შემდეგ დაუბრუნეს... არადა, ბიჭს არა მხოლოდ წამების კვალი ეტყობოდა, დამარხულიც კი ყოფილა. შემდეგ ამოთხარეს და ხეზე ჩამოკიდეს. მათგან არც ტატუნაშვილის წამების ამბავი გვიკვირს"...

"მლინიკი იმდენად სასტიკი იყო, ჩეჩნებიც კი "ზვერს" ეძახდნენ"

ქართველების წამებაში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ: ნიკოლაი კოზიცინი (კაზაკების მეთაური), ბალა ბესტაევი (ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამთო სპეცრაზმის მეთაური, შემდგომში "პარლამენტის" წევრი), რობერტ გულიევი (2003 წლიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის შს მინისტრი). ამ მხრივ "მრავალფეროვანი" სურათია ოკუპირებულ აფხაზეთშიც.

თორნიკე კილანავა, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი: - აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ აფხაზების მხარეს მებრძოლმა ბელორუსმა, რიგის "ომონის" ყოფილმა ხელმძღვანელმა ჩესლავ მლინიკმა სოხუმში, ეშერასთან, სხვების თვალწინ ქართველი გოგონა ნაკუწებად დაჭრა და ამაყად გამოაცხადა, როგორც ამ გოგონას სხეული ვერასდროს გამთლიანდება, ისე საქართველო ვერ გამთლიანდებაო. იმდენად სასტიკი იყო, ჩეჩნებიც კი "ზვერს" ეძახდნენ. მის სახელს უკავშირდება შემდგომ წლებში საზარელი მკვლელობები და გატაცებები. 2000-იან წლებში ჭუბურხინჯში ერთ ოჯახში შეცვივდნენ, ქალი ჯერ გააუპატიურეს და შემდეგ ჭაში ჩააგდეს წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს