"მერსედესი" ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდია - ნახეთ როგორ გამოიყურება ათეული

"მერსედესი" ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდია - ნახეთ როგორ გამოიყურება ათეული

გამოქვეყნდა საავტომობილო ბრენდების ახალი რეიტინგი, რომელსაც სათავეში "მერსედეს-ბენცი" მოექცა.

სამეულში მოხვდა კიდევ ერთი გერმანული კომპანია - BMW. აღსანიშნავია, რომ მერსედესი და BMW საუკეთესო სამეულში შარშანაც იყვნენ. თუმცა თუ მაშინ მესამეზე შტუტგარტელები იყვნენ, ამჯერად მათი ადგილი ბავარიელებმა დაიკავეს, რომლებსაც შარშან რეიტინგში მეორე საფეხური ეკავათ. პირველიდან მეორეზე ჩამოქვეითდა "ტოიოტა".რეიტინგის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, ბრენდის საბაზრო ღირებულებაა. "მერსედეს-ბენცი" თითქმის 44 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე დაახლოებით 24 პროცენტით მეტია."ტოიოტას" ღირებულება 46-დან 43 მილიარდ დოლარზე ჩამოვიდა. რაც შეეხება BMW-ს - მისი საბაზრო ფასი 39-დან 41 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

საბაზრო ფასი დაახლოებით 5-5 მილიარდი დოლარით შეუმცირდათ "ნისანს" და "ფორდს". იაპონურმა კომპანიამ მე-5 პოზიცია დათმო და ერთი საფეხურით ქვემოთ დამკვირდა, ამერიკულმა კომპანიამ კი ორი საფეხურით დაბლა (მეექვსედან მერვემდე) დაიწია. მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა "ფოლკსვაგენმა".

autobild.ge წარმოგიდგენთ 2018 წლის ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდების ათეულს - ნახეთ სრული სია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს