15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში მამინაცვალს ადანაშაულებენ

15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში მამინაცვალს ადანაშაულებენ

რუსთავში 15 წლის გოგონაზე ფიზიკურ ძალადობაში დედას, ხოლო მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაში, მამინაცვალს ადანაშაულებენ.გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის გოგონას მიმართ მამინაცვალი სისტემატურად ჩადიოდა გარყვნილ ქმედებას, დედა კი ფიზიკურ შეუარაცხყოფას აყენებდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით მიმდინარეობს - 126-ე პრიმა მუხლი, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და 11 პრიმა 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახურ დანაშაულზე პასუხისმგებლობას და გარყვნილ ქმედებას.ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს