მოსკოვის სასამართლომ ”კანონიერი ქურდი” შაქრო კალაშოვი 8 მლნ რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო

მოსკოვის სასამართლომ ”კანონიერი ქურდი” შაქრო კალაშოვი 8 მლნ რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ „კრიმინალური ავტორიტეტი“ შაქრო კალაშოვი („შაქრო მალადოი“) რესტორან Elements-ის მფლობელის ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.

„კალაშოვმა საქმის სხვა ფიგურანტებთან ერთად ჟანა კიმს ფული გამოსძალა“, - ნათქვამია სასამართლოს განაჩენში.

პროკურორი კალაშოვისთვის 10-წლიან პატიმრობას ითხოვს.

განაჩენის გამოცხადება კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, სასჯელის ზომას მოსამართლე განაჩენის დასკვნით ნაწილში დაასახელებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს