მამაკაცი, რომელმაც ხანძრის შედეგად მთელი ოჯახი დაკარგა, ვიცე-გუბერნატორმა პიარის კეთებაში დაადანაშაულა

მამაკაცი, რომელმაც ხანძრის შედეგად მთელი ოჯახი დაკარგა, ვიცე-გუბერნატორმა პიარის კეთებაში დაადანაშაულა

კემეროვოს ოლქის ვიცე-გუბერნატორმა სერგეი ცივილევმა მამაკაცი, რომელმააც ხანძრის შედეგად ოჯახი დაკარგა, „ტრაგედიით პიარის კეთებაში“ დაადანაშაულა.

Gazeta.ru-ს ინფორმაციით, კემეროვოში შეკრებილებთან სასაუბროდ ცივილევის მისვლამ ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი გუბერნატორთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

მასთან მივიდა მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე, იგორ ვოსტრიკოვი, რომელმაც ხანძრის შედეგად ოჯახის ხუთი წევრი დაკარგა - სამი შვილი, ცოლი და და.

„ხალხს გვექცევიან, როგორც ცხოველებს,“ - განაცხადა მან.

„თქვენ ამ ტრაგედიით პიარის გაკეთებას ცდილობთ?“ - უპასუხა მას ვიცე-გუბერნატორმა.

სავაჭრო ცენტრში გაჩენილმა ხანძარმა ვოსტრიუკის ცოლი ელენა, 7 წლის გოგონა - ანა, 5 წლის ბიჭი- არტიომი, 2 წლის რომანი და იგორის უმცროსი და, ალიონა იმსხვერპლა.

როგორც ვოსტრიუკმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ხანძრის დროს მისი ოჯახის წევრები კინოდარბაზში იყვნენ, სადაც, გაურკვეველი მიზეზის გამო, კარი გარედან ბლოკირებული იყო.

„ლენამ იქიდან დამირეკა, ყვიროდა : „გვიშველეთ, ჩაგვკეტეს!“ ვერ შეძლეს, კარი გაეღოთ. დედაჩემი სამ წუთში მივიდა ადგილზე, ავიდა მეოთხე სართულზე, ყველას სთხოვდა, გაეხსნათ კინოთეატრის კარი, თუმცა დასახმარებლად არავინ მივიდა. მათი გადარჩენა შეიძლებოდა, სამი კინოდარბაზიდან ერთი ღია იყო, იქ მყოფი ყველა ადამიანი გადარჩა,“ - ჰყვება ვოსტრიუკი.

კემეროვოში სავაჭრო ცენტრში 64 დაღუპულიდან 14 პირს დღეს დაკრძალავენ. ამის შესახებ კემეროვოს ოლქში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე მამონტოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ მომენტისთვის 27 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა, კიდევ ოთხი პირის ცხედარი დამატებით ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. კემეროვოში სავაჭრო ცენტრში „Зимняя вишня“ ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ 26 მარტს მოხერხდა. ხანძარის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი. ბავშვების უმეტესობა ხანძრის დროს სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრში იმყოფებოდა. აღნიშნულ საქმეზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე