ხანძართან დაკავშირებით სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელი დააკავეს - სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

ხანძართან დაკავშირებით სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელი დააკავეს - სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

კემეროვოში გაჩენილი ხანძრის გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი პირი დააკავეს - "რია ნოვოსტის" ცნობით, ის სავაჭრო ცენტრ "ზამთრის ალუბლის" ხელმძღვანელი ნადეჟდა სუდენოკია.

ბრალდებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. დაცვის მხარე მოითხოვდა, სუდენოკისთვის შინაპატიმრობა შეეფარდებინათ. ბრალდების მხარის მტკიცებით კი, იმ შემთხვევაში, თუ ეჭვმიტანილს არ დააკავებდნენ, სუდენოკი დამალვას, ან - ქვეყნიდან გასვლას ეცდებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე დააკავეს დაცვის წევრი სერგეი ანტიუშინი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, სიგნალის შემდეგ შეტყობინების სისტემა გათიშა. მან განაცხადა, რომ სისტემა გაუმართავი იყო და ბოლო სამი წლის განმავლობაში პერიოდულად არ ირთვებოდა.

კადრები სასამართლოდან: კემეროვოს ხანძართან დაკავშირებით კიდევ ერთი დააკავეს

ამჟამად მომხდართან დაკავშირებით კიდევ სამი პირის საქმეს განიხილავენ, მათ შორის არის კომპანიის ტექნიკური დირექტორი.

ხანძარი ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრში, კემეროვოში კვირას მოხდა. გარდაიცვალა 64 ადამიანი, მათგან 41 ბავშვია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე