მეცნიერების საგანგაშო ვარაუდი: დედამიწაზე ჩინური კოსმოსური სადგურის ნაწილები ჩამოცვივდება, რისკის ზონაშია საქართველოც

მეცნიერების საგანგაშო ვარაუდი: დედამიწაზე ჩინური კოსმოსური სადგურის ნაწილები ჩამოცვივდება, რისკის ზონაშია საქართველოც

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ჩინური კოსმოსური სადგური, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა, ატმოსფეროში უახლოეს დღეებში შემოვა.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, Tiangong-1 დედამიწის ატმოსფეროს 30 მარტიდან 2 აპრილამდე შუალედში მოუახლოვდება. ჩინური კოსმოსური ლაბორატორია, რომლის სახელია "სამოთხის სასახლე" 2011 წელს გაუშვეს, 2016 წელს კი ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ სადგურის ფუნქციებმა მარცხი განიცადა და მასზე კონტროლი დაკარგეს.

ჯერჯერობით დაზუსტებით შეუძლებელია იმის გამოთვლა, თუ რა ტერიტორიას შეიძლება დაეცეს მწყობრიდან გამოსული კოსმოსური სადგურის ნაწილები, თუმცა სავარაუდო ადგილებად მოიაზრება ჩრდილოეთ ჩინეთი, შუა აღმოსავლეთი, ცენტრალური იტალია, ჩრდილოეთ ესპანეთი, აშშ-ს ჩრდილოეთი შტატები, სამხრეთ ამერიკა და სამხრეთ აფრიკა.

რუკაზე, რომელზეც ნაწილების დაცემის სავარაუდო მონაკვეთები ყვითელი და მწვანე ფერით არის მონიშნული, რისკის ზონაშია საქართველოც.

თუმცა, არის ერთი კარგი ამბავიც: მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 8-ტონიანი სადგური ატმოსფეროში შესვლისთანავე დაიწვება და დედამიწაზე მხოლოდ ნარჩენები ჩამოცვივდება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე