ყოფილი პროკურორის საქმე - რისთვის მისცეს პასუხისგებაში მილენა მითაიშვილის მეუღლე და ბავშვის ძიძა

ყოფილი პროკურორის საქმე - რისთვის მისცეს პასუხისგებაში მილენა მითაიშვილის მეუღლე და ბავშვის ძიძა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე 3 პირი პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. განცხადებაში საქმის ფიგურანტების სახელები და გვარები დაფარულია, თუმცა საქმის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ საქმე ეხება ყოფილ პროკურორს მილენა მითაიშვილს, მის ყოფილ მეუღლეს რივერა ბენდელიანსა და მათი შვილის ძიძას - ნინო ბოჭორიშვილს. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე სწორედ ბენდელიანი, ბოჭორიშვილი და კიდევ ერთი პირი მიეცნენ პასუხისგებაში.

პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გავრცელების ფაქტზე რ.ბ, ნ.ბ. და ი.ა. ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ თანაცხოვრების პერიოდში, მის მეუღლეს მ.მ.-ს ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ მობილური ტელეფონის საშუალებით უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო. მათ შორის წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის პერიოდში, რ.ბ.-მ მისი მეუღლის დისკრედიტაციის მიზნით გადაწყვიტა ხსენებული ჩანაწერის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელება, რაც გაანდო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი.ა.-ს, რომელმაც თავის მხრივ მის გავრცელებაში დახმარება აღუთქვა.

2017 წლის 05 დეკემბერს, რ.ბ.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რაც ი.ა.-მ გავრცელების მიზნით 2017 წლის 6 დეკემბერს გააზიარა და ხსენებული ჩანაწერის აღწერილობისას მიუთითა მ.მ.-ს ღირსების შეურაცხმყოფელი ტექსტი. აღნიშნული ქმედებების შედეგად ჩანაწერი ასევე ხელმისაწვდომი გახდა ნ.ბ.-სთვის, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა მ.მ.-ს და რ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში მათი მცირეწლოვანი შვილის ძიძად. ნ.ბ.-მ, რომელიც ასევე კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებოდა მ.მ-სთან, 2018 წლის 1 თებერვალს, გავრცელების მიზნით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განათავსა ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერი. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელში უკანონო გავრცელებამ გამოიწვია მ.მ.-ს პირადი ღირსების შეურაცხყოფა და მიადგა მორალური ზიანი.

გამოძიების მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე, ბრალდებულთა საცხოვრებელ ბინებში და ოფისში ვიდეომასალის აღმოჩენის მიზნით ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა კომპიუტერული მონაცემების შემცველი საგნები. მათზე დანიშნული კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად როგორც ი.ა.-ს, ისე ნ.ბ.-ს პერსონალურ კომპიუტერებში აღმოჩნდა ზემოხსენებული ვიდეომასალა. ი.ა.-ს და რ.ბ-ს შორის განხორციელებული მიმოწერით დასტურდება მათი მხრიდან ვიდეოჩანაწერის გასავრცელებლად წინასწარი შეთანხმებისა და გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვის ფაქტი.წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქმეზე პროკურატურა რამდენიმე თვის მანძილზე აწარმოებდა მოკვლევას. ძიძა ნინო ბოჭორიშვილი პროკურორს მუქარისთვის და დამამცირებელი მოპყრობისთვის უჩიოდა, თავის მხრივ კი მილენა მითაიშვილი მომხდარს იმას უკავშირებდა, რომ მისი ყოფილი ქმარი რივერა ბენდელიანი და ძიძის მეუღლე სასჯელს ერთდროულად იხდიდნენ, ერთმანეთის მეგობრები არიან და მის მიმართ ცილისმწამებლური ქმედებებისა და განცხადებების ავტორი მისი ქმარი იყო, რადგან ბენდელიანს პროკურორმა ოჯახური ძალადობისა და ცემისთვის უჩივლა. ამის შემდეგ, მითაიშვილმა აღნიშნულ პირებს თავად უჩივლა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს