ავარია თურქეთში - დაღუპულია 17 არალეგალი მიგრანტი

ავარია თურქეთში - დაღუპულია 17 არალეგალი მიგრანტი

თურქეთში, იგდირის პროვინციაში ავარიის შედეგად სულ მცირე 17 ავღანელი, პაკისტანელი და ირანელი არალეგალი მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს.

არალეგალები მიკროავტობუსით ყარსში მიემგზავრებოდნენ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს დაეჯახა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როდესაც მგზავრებმა მანქანიდან გადმოსვლა დაიწყეს, მათ დიდი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსი შეეჯახათ, რომელსაც ასევე არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა. საერთო ჯამში ორ მიკროავტობუსში 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, 17 მათგანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე