რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთიდან გარკვეული სახის პროდუქციის შეტანას კრძალავს

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთიდან გარკვეული სახის პროდუქციის შეტანას კრძალავს

2 აპრილიდან, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი „კრიტიკული ფიტოსანიტარული მდგომარეობის გამო“ მცენარეული წარმოშობის ყველა საქონლის შეტანას კრძალავს. ამის შესახებ რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური იუწყება.

შეზღუდვები აფხაზეთის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას გავრცელებით არის გამოწვეული. აზიური ფაროსანას არსებობა 24-25 მარტს ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა.

რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივნის იულია მელანოს განცხადებით, აზიური ფაროსანა სახლებს აფარებს თავს და ძალიან უსიამოვნო სუნი აქვს.

„აფხაზეთში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა უბრალოდ დატოვეს ასეთი სახლები“, - განაცხადა იულია მელანომ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე