აფხაზეთში გავრცელებული ფაროსანა შესაძლოა საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი - "როსსელხოზნადზორი"

აფხაზეთში გავრცელებული ფაროსანა შესაძლოა საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი - "როსსელხოზნადზორი"

გამორიცხული არ არის, რომ აფხაზეთში გავრცელებული აზიური ფაროსანა ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი, - ამის შესახებ გაზეთ РГ-ს „როსსელხოზნადზორის“ ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივანმა იულია მელანომ განუცხადა.

„ჯერჯერობით აფხაზური მხარე ვერ იძლევა გარანტიას, რომ ამ პრობლემას უმოკლეს ვადაში გადაწყვეტს. გამორიცხული არ არის, რომ საქმე ბიოლოგიური იარაღის გამოყენებასთან გვქონდეს. საქართველოში მოქმედებს რამდენიმე ამერიკული ბიოლაბორატორია, და უცნობია, რით არის ის დაკავებული“, - აღნიშნავს იულია მელანო.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილიდან რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი „კრიტიკული ფიტოსანიტარული მდგომარეობის გამო“ მცენარეული წარმოშობის ყველა საქონლის შეტანას კრძალავს.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი