ზაზა ბაქრაძე - ეს იყო ბუტა რობაქიძის სულის, ოჯახის და ჩემი შვილების წინაშე ვალის მოხდა

ზაზა ბაქრაძე - ეს იყო ბუტა რობაქიძის სულის, ოჯახის და ჩემი შვილების წინაშე ვალის მოხდა

ის, რაც დანაშაულის ადგილის გაყალბებით მოხდა, არანაკლებ მძიმე დანაშაულია - მე ვიტყოდი, რომ უფრო მძიმეა. ჩვენ ცეცხლზე ნავთი დავასხით, - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, სასიხარულოა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დანაშაულის აღიარების საშუალება მიეცა. "არანაირი განსხვავება არ არის ციხესა და ძებნის პერიოდს შორის. თითოეულ დღეს ფიქრობ, რომ როგორმე უნდა შეძლო, ბარიერი გადაკვეთო, დაბრუნდე საქართველოში. ეს იყო ბუტა რობაქიძის სულის, ოჯახის და ჩემი შვილების წინაშე ვალის მოხდა. მე ვიცი, რომ დანაშაული მაქვს ჩადენილი. ეს არაერთხელ ვთქვი.

ის, რაც დანაშაულის ადგილის გაყალბებით მოხდა, არანაკლებ მძიმე დანაშაულია. მე ვიტყოდი, რომ უფრო მძიმეა. ჩვენ ცეცხლზე ნავთი დავასხით. ბუნებრივია, ჩემთვის სასიხარულოა, რომ მე თავისუფალი ვარ, მაგრამ მე პირველ რიგში თავისუფალი ვარ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს დანაშაული ვაღიარე.

ნახეთ ვიდეო

ვერანაირად ვერ წავიდოდი გურამ დონაძის ვერსიაზე. მე სასამართლოდან გამოვედი, დავჯექი მანქანაზე და ძალიან სწრაფად დავტოვე ტერიტორია, რადგან არ მინდოდა შევხვედროდი ბუტას მშობლებს“, - განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ბუტა რობაქიძის მშობლებთან პირადად სათქმელი მხოლოდ ის აქვს, რომ ის დამნაშავეა. „მე მათთან მხოლოდ ის მაქვს სათქმელი, რომ მათი ოჯახის წინაშე დამნაშავე ვარ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ შეიძლება გურამ დონაძის მიმართ ანტიგანწყობა აქვთ, მაგრამ არანაკლები აქვთ ჩემს მიმართ. რადგან დანაშაული ვაღიარე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ რამე შვება მიეცათ. ადამიანურად თუ მაპატიებს ოჯახი, დიდი მადლობელი ვიქნები“, - განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა სხდომათა დარბაზიდან 5 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა ბაქრაძის ადვოკატმა დააყენა. პროკურატურა ბრალდებულ ზაზა ბაქრაძისათვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დაეთანხმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს