ზურაბ ბაქრაძე - როგორც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის ადგილის გაყალბების გადაწყვეტილება ზურაბ ადეიშვილმა მიიღო

ზურაბ ბაქრაძე - როგორც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის ადგილის გაყალბების გადაწყვეტილება ზურაბ ადეიშვილმა მიიღო

გურამ დონაძე არის ჩამოყალიბებული პროფესიონალი შანტაჟისტი, - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ზაზა ბაქრაძემ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოწმეებმა "დონაძის ხელში არ გაიარონ".

"ყველანაირად უნდა გაკეთდეს, რომ სანამ ადამიანები მოწმის სახით მოდიან სასამართლოებზე, არავითარ შემთხვევაში გურამ დონაძის ხელში არ უნდა გაიარონ. ეს არის ჩამოყალიბებული პროფესიონალი შანტაჟისტი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრზე კადრები დადოს. მე მას შევპირდი, რომ ყველაფერზე პასუხს აგებს და მივმართავ სასამართლოს", - განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

ნახეთ ვიდეო

კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილის გაყალბების გადაწყვეტილება ზურაბ ადეიშვილმა მიიღო.

"შემთხვევის ადგილის გაყალბების გადაწყვეტილება, როგორც ჩემთვის ცნობილია, ზურაბ ადეიშვილმა მიიღო. ეს მე ზურაბ მიქაძისგან ვიცი. შემთხვევის ადგილზე იგივე ფირცხალავა და იაშვილი წინააღმდეგი წავიდნენ და არც ერთს არ უნდოდა ამ ყველაფერში მონაწილეობა. ეს რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მოსვლოდა, ამ თემებზე დღეს საუბარი არ გვექნებოდა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საპატრულო პოლიციის იმიჯს", - განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს