მამაკაცმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა, თუმცა ამბის მთავარი გმირი მომავალი სიმამრი გახდა

მამაკაცმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა, თუმცა ამბის მთავარი გმირი მომავალი სიმამრი გახდა

წუთები, როდესაც ლევი ბლისმა საყვარელ ქალს, ელისონ ბარონს ხელი სთხოვა, წყვილს არასოდეს დაავიწყდება.

თუმცა, ამ ისტორიაში მთავარი ლევი და ელისონი სულაც არ არიან - ამაზე ინტერნეტმომხმარებლები ერთხმად თანხმდებიან. მაშინ, როდესაც ლევი მუხლებზე დაეშვა და ელისონს ხელი შესთავაზა, გოგონას მამა მოშორებით გამოჩნდა დიდი წარწერით ხელში „უარი უთხარი!“

ელისონი „ბაზფიდთან“ ამბობს, რომ მამამისმა იხუმრა.

„მამაჩემი ასეთია, ის ყოველთვის ყველაფერზე ხუმრობს, ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს,“ - განაცხადა ელისონმა.

წყვილი უკვე ორი წელია, ერთად არის, ცოლობა ლევიმ ელისონს რამდენიმე დღის წინ შესტავაზა. გოგონას მამას, ჯეიკს მომავალ სიძესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს, ისინი ხშირად თამაშობენ ერთად ტენისს და უყვართ მოტოციკლეტით სეირნობა.

„ორივე ძალიან კარგად ვიცნობთ მამაჩემს და ამიტომ მისმა ხუმრობამ ძალიან გაგვამხიარულა,“ - ამბობს ელისონი.

მისივე თქმით, როდესაც ლევიმ დაიჩოქა, მას თვალები ცრემლებით აევსო, თუმცა ამ დროს თვალი მოჰკრა მამამისს და სიცილი ვერ შეიკავა.

ჯეიკის ხუმრობამ გაამხიარულა ინტერნეტიც, ფოტოები ელისონმა „ტვიტერზე“ გააზიარა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს