ნეთანიაჰუ ერდოღანს - ისრაელის არმიას ჭკუას არ ასწავლის ის, ვინც წლების განმავლობაში განურჩევლად ბომბავს სამოქალაქო მოსახლეობას

ნეთანიაჰუ ერდოღანს - ისრაელის არმიას ჭკუას არ ასწავლის ის, ვინც წლების განმავლობაში განურჩევლად ბომბავს სამოქალაქო მოსახლეობას

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის კრიტიკას გამოეხმაურა 30 მარტს ღაზას სექტორსა და ისრაელის საზღვართან მომხდარი არეულობის გამო, რომლის შედეგად 16 პალესტინელი დაიღუპა.

„მსოფლიოში ყველაზე მორალურ არმიას ჭკუას არ ასწავლის ის, ვინც წლების განმავლობაში განურჩევლად ბომბავს სამოქალაქო მოსახლეობას. როგორც ჩანს, ანკარაში ასე აღნიშნავენ 1-ელ აპრილს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ისრაელის მიერ პალესტინელების ხოცვაზე ხმას არავინ იღებს, ხოლო თურქეთს აფრინში ჩატარებული ოპერაციის გამო აკრიტიკებენ“.

30 მარტს რამდენიმე ათასი პალესტინელი ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის საზღვრის გასწვრივ მანიფესტაციაზე გამოვიდა, რაც შემდგომში ძალადობრივ არეულობაში გადაიზარდა. ისრაელის ჯარისკაცებს თავდაცვის მიზნით ცეცხლის გახსნა მოუწიათ. არეულობისას 16 პალესტინელი მოკლეს.

ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებით, 30 მარტს ღაზას სექტორის საზღვართან მომხდარი არეულობისას 16 მოკლული პალესტინელიდან სულ მცირე 10 ტერორისტული დაჯგუფებების წევრი იყო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე