პედაგოგს, რომელიც მოსწავლემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

პედაგოგს, რომელიც მოსწავლემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

პედაგოგს, რომელიც მოსწავლემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ა.კ. სენაკში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა ა.კ.-მ, თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 2002 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს - საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს