ჯიმ ქერი დონალდ ტრამპს დასცინის

ჯიმ ქერი დონალდ ტრამპს დასცინის

მსახიობი ჯიმ ქერი აშშ-ს პრეზიდენტს ნახატებით დასცინის. "სიენენის" ინფორმაციით, ბოლო წლის განმავლობაში ის პერიოდულად ხატავს პოლიტიკურ პორტრეტებს, სადაც ტრამპს, მის ადმინისტრაციას და რესპუბლიკელ კანონმდებლებს დასცინის.

მის ბოლო ნამუშევარზე ჩანს პრეზიდენტი, რომელსაც აბაზანის ხალათი აცვია და ნაყინის ორ ბურთულას მიირთმევს და ყვირის.

ნახატი მან "ტვიტერზე" გააზიარა და მიმართა სმიტსონის პორტრეტების ეროვნულ გალერეას (სადაც აშშ-ს ყველა პრეზიდენტის პორტრეტი ინახება), მისი ნახატი ტრამპის ოფიციალურ პორტრეტად მიიღონ.

„ვიცი, ადრეა, მაგრამ მსურს მიიღოთ ნახატი როგორც აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოფიციალური პორტრეტი. ნამუშევრის სახელია „შენ ყვირი, მე ვყვირი, ოდესმე შევწყვეტთ ყვირილს?!“ - დაწერა ქერიმ „ტვიტერზე“.

ჟურნალთან Time გასულ წელს ტრამპმა განაცხადა, რომ ის დესერტად ყოველთვის ნაყინის ორ ბურთულას მიირთმევს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე