ჩინელი მეცნიერები ოფიციალურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში ტარაკანებს გამოიყენებენ

ჩინელი მეცნიერები ოფიციალურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში ტარაკანებს გამოიყენებენ

ტარაკანა შეიძლება უნიკალური გამაახალგაზრდავებელი საშუალების წყარო გახდეს. ჩინელი მეცნიერების ინტერესის საგანი ამერიკული ტარაკანა აღმოჩნდა. მეცნიერების აზრით, ტარაკანას 522 გემოვნების რეცეპტორი აქვს, რომელთაგან 329 შხამიანი პროდუქტების მწარე გემოს აღმქმელია.

ტარაკანა პრაქტიკულად ყველაფერს ჭამს. მას შეუძლია ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფა, თუ სხეულში შემთხვევით რაღაც მავნე მოხვდა. ტარაკანას სხეული თავის მოცილებიდან 5-6 დღე ისევ აგრძელებს მოძრაობას, ფეხის ან ულვაშის მოცილებისას კი ის რამოდენიმე დღეში იზრდება. ყველაფერმა ამან მეცნიერები მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ტარაკანებს აღდგენის განსაკუთრებული მექანიზმი აქვთ. აღნიშნული მექანიზმი ჭრილობის შეხორცებას, რეგენერაციას უწყობს ხელს.

ეს კი შეიძლება ადამიანებისთვისაც გამოვიყენოთ.

ტარაკანები დიდი ხანია ტრადიციული ჩინური ხალხური მედიცინის შემადგენელია. ასეთი საშუალებებით მკურნალობენ პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულებს. მეცნიერების აზრით, ტარაკანებისგან მიღებული საშუალებებით შესაძლებელი იქნება კოსმეტოლოგიის გადატრიალება და რევოლუციური გამაახალგაზრდავებელი პრეპარატების მიღება.

ლალი ჩხიკვაძე

წყარო: mkurnali.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს