ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მცენარეული პროდუქციის შეტანა აიკრძალა

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მცენარეული პროდუქციის შეტანა აიკრძალა

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მცენარეული პროდუქციის შეტანა დროებით აიკრძალა. როგორც „სპუტნიკი“ იუწყება, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მცენარეების კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის არკადი ჯინჯიას განცხადებით, დროებითი აკრძალვა იმოქმედებს მანამ, სანამ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია არ დასტაბილურდება.

„აკრძალვა უკავშირდება იმას, რომ ჩვენმა კარანტინის ინსპექტორებმა აფხაზეთში შემომსვლელი მოქალაქეების დათვალიერებისას აზიური ფაროსანა აღმოაჩინეს. ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მხრიდან შემოდიან, ეს აკრძალვა არ მოსწონთ, თუმცა ეს ჩემი ახირება არ არის. სიტუაცია გვკარნახობს, რომ აკრძალვა უნდა დაწესდეს. გარკვეული პერიოდის მანძილზე ისინი პროდუქციას ვერ შემოიტანენ და მოთმენა მოუწევთ“, - აღნიშნა ჯინჯიამ.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი