სერგეი ლავროვი - სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამლვა ბრიტანეთის სპეცსამსახურებსა და ხელისუფლებას აწყობდა

სერგეი ლავროვი - სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამლვა ბრიტანეთის სპეცსამსახურებსა და ხელისუფლებას აწყობდა

ГРУ-ს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის იულია სკრიპალის მოწამლვა ბრიტანეთის სპეცსამსახურებსა და მთლიანობაში ხელისუფლებას აწყობდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობა „არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, ვინაიდან ამომრჩევლის წინაშე არ შეასრულა დანაპირები იმ პირობებთან მიმართებაში, რომლებიც Brexit-ითაა უზრუნველყოფილი“.

„აშკარაა, რომ ჩვენი ბრიტანელი კოლეგები გადაყვნენ თამაშს. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ყველა ფაქტების დადგენას“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ურთიერთობები რუსეთსა და აშშ-ს, ბრიტანეთსა და რიგ ქვეყნებს შორის იმაზე უარესია, ვიდრე ცივი ომის პერიოდში იყო.

„იმ დროს რაღაც წესები მაინც არსებობდა, ახლა კი დასავლელი პარტნიორები აშკარა სიცრუესა და დეზინფორმაციას იყენებენ“, - აღნიშნა ლავროვმა.

აღსანიშნავია, რომ სკრიპალების საქმის გამო, მსოფლიოს 28 ქვეყნიდან საერთო ჯამში 150 რუსი დიპლომატი გააძევს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე