გოგონა, რომელმაც 140 კგ დაიკლო, მოდელივით გამოიყურება

გოგონა, რომელმაც 140 კგ დაიკლო, მოდელივით გამოიყურება

ქალი, რომელმაც 140 კგ დაიკლო, ახლა მოდელივით გამოიყურება. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, 24 წლის ბრაზილიელმა ტაინა პაჩეკო ბარბოზამ წონაში მატება 5 წლის ასაკიდან დაიწყო, მოზარდობის ასაკში კი მისი რაციონი, ძირითადად, მზა საკვებისგან შედგებოდა.

მას შემდეგ, რაც ბებია გულის შეტევით გარდაიცვალა და დედამ ინფარქტი მიიღო, გოგონამ 18 წლის ასაკში სცადა, წონაში დაეკლო, რომ საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინა.

მოდის დიზაინერმა ტაინამ, რომელიც ახლა 58 კგ-ს იწონის, წონაში დასაკლებად ოპერაცია გაიკეთა. დიდი წონის დაკარგვის გამო კი მოდუნებული კანი დარჩა, რომლის მოსაშორებლად კიდევ 2 391 დოლარის გადახდა მოუწია.

გოგონა, რომელსაც გასულ წლებში არასოდეს უვარჯიშია, ახლა სპორტდარბაზში კვირაში 6-ჯერ მიდის, ვარჯიშობს ბოდიბილდინგს, კარდიოს. არ იღებს შაქრის შემცველ სასმელს, მზა საკვებს, მიირთმევს მხოლოდ ჯანმრთელ საკვებს და იცავს დაბალანსებულ დიეტას.

ახლა ტაინა საკუთარი სხეულით ამაყობს, „ინსტაგრამზე“ 54 ათას მიმდევარს მუდმივად უზიარებს შთაბეჭდილებებს და გეგმავს, გააგრძელოს ზედმეტი კანის მოშორება. რეგულარულად იკეთებს მასაჟს კანის გასამკვრივებლად და კიდევ სურს ოპერაციების გაკეთება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს