რა პროდუქტი გააქვთ აფხაზებს რუსეთში და ემუქრება თუ არა აფხაზეთს "ეკონომიკური ბლოკადა"

რა პროდუქტი გააქვთ აფხაზებს რუსეთში და ემუქრება თუ არა აფხაზეთს "ეკონომიკური ბლოკადა"

რუსეთში აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხის გამო, პუტინის ხელისუფლებამ აფხაზური პროდუქტისთვის ფსოუს საზღვარი დაკეტა. მანამდე კი, რუსეთის მონდომებით, ე.წ. ენგურის ხიდის გარდა, ყველა გადასასვლელი ჩაიკეტა და აფხაზეთის რეგიონიდან პროდუქტის გადმოტანა მინიმუმამდე შემცირდა. როგორც აფხაზები სოციალურ ქსელში წერენ, რუსეთის ბოლო გადაწყვეტილება, პროდუქტის შემოტანის გაურკვეველი ვადით აკრძალვის შესახებ, აფხაზეთის ეკონომიკისთვის “საკონტროლო გასროლა” აღმოჩნდა.

“საბაჟო” პოსტ “სოხუმის” ხელმძღვანელის თემურ ამიჩბას ინფორმაციით, “ვითარება თითქოს არც ისე კატასტროფულია, რადგან რესპუბლიკის 2017 წლის ბიუჯეტი, 2016 წლისას 121 მილიონი რუბლით აღემატება. მისივე თქმით, გასული წლის შემოდგომას თუ არ ჩავთვლით, თხილის ექსპორტი მნიშვნელოვნად მომატებული იყო, ასევე ზრდა შეინიშნებოდა შავი მეტალისა და ნარჩენების რეალიზაციაშიც, რაც საბაჟო გადასახადის შემცირებითაც იყო გამოწვეული,“ - აცხადებს ის და დასძენს, რომ ახალი გადაწყვეტილების შემდეგ ვითარება კატასტროფულად შეიცვლება. მისივე თქმით, შარშან, რუსეთის ბაზარზე, 167 მილიონი რუბლით გაიზარდა ღვინის პროდუქტის ექსპორტი, თუმცა, მნიშვნელოვნად შემცირდა თევზის პროდუქტი და ციტრუსი.

“2017 წელს, რუსეთის ბაზარზე აფხაზეთიდან პროდუქტის “ახალი ექსპორტის” ეტაპი დაიწყო, - მათ შორის იყო საზამთრო, მარწყვი, ჯემი, აჯიკა, კონიაკი და ყურძნის არაყი”, - განაცხადა თემურ აჩბამ ადგილობრივ მედიასთან ანგარიშის ჩაბარებისას და აღნიშნა, რომ ახლა მათი ძალისხმევა რუსეთის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად წყალში ჩაიყრება.

ადგილობრივი მედიის თქმით, შესაბამისად, წელს აფხაზეთში ბევრად მძიმე ტურისტული სეზონი იქნება, ვიდრე შარშან იყო, - რადგან რუსეთმა აფხაზეთში ფაროსანას მიერ შექმნილი კრიტიკული სურათის გამო, ყველა სახის სურსათის შეტანა აკრძალა.

“თავის მხრივ, აფხაზეთი რუსეთისგან კვების, ალკოჰოლურ და თამბაქოს პროდუქციას, ასევე საშენ მასალებს, ბენზინისა და დიზელის საწვავს, ბუნებრივ აირს, მანქანებსა და ტექნიკურ მოწყობილობის იმპორტს აწარმოებს... სავაჭრო სფეროში ჩვენი ძირითადი პარტნიორი 74% -ით არის რუსეთი. 5% მოდის თურქეთზე, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე...

2017 წელს აფხაზეთში გადაიფორმეს 4 523 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც 692-ით მეტია წინა წელზე და ყველა მათგანი რუსეთიდან შემოყვანილია,” - აცხადებს აფხაზი ე.წ. მაღალჩინოსანი.

“კონტრაბანასთან ბრძოლის სამსახურის” უფროსის რაულ ცკუას ცნობით, ყალბი დოკუმენტებისა და მოპარული მანქანების გადაფორმების მცდელობაზე, გასულ წელს აღძრულია სისხლის სამართლის 170 საქმე და მიმდინარე წლის მონაცემებით, ეს რიცხვი ზრდადია.

საბაჟო პოსტ “ფსოუს” უფროსის მოადგილის თემურ ლასურიას თქმით, ბოლო წლებში, ფსოუდან გაიზარდა ჯართის უკანონოდ გადაზიდვის ფაქტები, თუმცა, “თითქმის ყველა საქმე შესწავლილია". აფხაზური მედიის თქმით, Россельхознадзор-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რეგიონში ყველანაირი ბიზნესი შეჩერდა და გაიყინა.

“რეგიონში მცირედი სიცოცხლის ნიშნებიც კი ქრება, დიდი უძრაობის ხანა იწყება, რასაც გადავურჩებით თუ არა, არავინ იცის... რეგიონში, კი, ფაროსანასთან ბრძოლისთვის, კომისიები ერთი მეორის მიყოლებით იქმნება... საუბრობენ, მსჯელობენ, მავნებელი კი გვანადგურებს ეკონომიურად, სოციალურად, მორალურად,“ - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერის ასლან კობახიას თქმით, ეს კარანტინი ბლოკადის ტოლფასია. თითქმის ყველაფერი, რაც გაკეთებულა და კეთდება, რუსეთისგან შემოსული ინვესტიციით შენდებოდა და შენდება, ხალხმა ბანკებიდან კრედიტები გამოიტანა, ახლა კი მათი გეგმები საპნის ბუშტივით გაქრება.

“ფაროსანას პრობლემა მხოლოდ აფხაზეთს რომ ეხებოდეს, არ იქნებოდა პრობლემა და გასაგებიც იქნებოდა, მაგრამ საქართველო მშვენივრად ვაჭრობს რუსეთთან, ბოლო წლებში ძალიან კარგად აქვთ აწყობილი სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ მათთვის არაფერი აუკრძალავთ. აფხაზეთს აუკრძალეს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ Россельхознадзор-ის ხახაში აღმოვჩნდით. არადა, ფაროსანამ საზღვრები არ იცის,” - აცხადებს კობახია.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი