"მცურავი ვენახი" ტაილანდში

"მცურავი ვენახი" ტაილანდში

თუ ტაილანდში, სამუტ საქსონის პროვინციაში მოხვდებით, აუცილებლად მოინახულეთ ე.წ. "მცურავი" ვენახები.

აქ ვენახები პატარა, მართკუთხა კუნძულებზეა გაშენებული, რომლებიც ერთმანეთისგან არხებითაა გამოყოფილი. ეს ადგილი ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ვენეციას. ვენახის ერთი რიგიდან მეორეში გადასაადგილებლად წყლის გადაკვეთაა საჭირო.

ცნობილია რომ, სამუტ საქსონის ნიადაგი მდიდარი და ნაყოფიერია. ყოველ წელს, წვიმიან სეზონზე კუნძულებს გამაგრება სჭირდება, რათა ნიადაგი არ ჩამოიშალოს და ვაზი არ განადგურდეს.

რაც შეეხება მოსავლის აღებას. აქ ყურძენს, დილაადრიან ხელით კრეფენ. დაკრეფილი ყურძენი კი ღვინის ქარხნებში ნავებით მიაქვთ, რომლებიც ვენეციურ "გონდოლებს" ძალიან ჰგავს.

იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს