მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, სადაა დამზადებული "ნოვიჩოკი", რომლითაც სერგეი და იულია სკრიპალები მოიწამლნენ

მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, სადაა დამზადებული "ნოვიჩოკი", რომლითაც სერგეი და იულია სკრიპალები მოიწამლნენ

„Porton Down“-ის მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, სად არის დამზადებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“, რომლითაც სერგეი და იულია სკრიპალები მოიწამლნენ, - ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იუწყება.

თავდაცვისა და ტექნიკის ლაბორატორიის აღმსარულებელმა დირექტორმა გერი აითკენჰედმა მედიასაშუალებას განუცხადა, რომ მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს დადასტურება, რომ ის რუსეთშია დამზადებული.

„ჩვენ შევძელით მისი იდენტიფიცირება, რომ ის არის „ნოვიჩოკი“, რათა განგვესაზღვრა, რომ ის სამხედრო ნერვული აგენტია. ვერ განვსაზღვრეთ ზუსტი წყარო, მაგრამ ხელისუფლებას მივაწოდეთ მეცნიერული ინფორმაცია, რომელმაც სხვა წყაროსთვის გამოიყენა ვარაუდების შესაკრებად“, - განაცხადა მეცნიერმა.

მისი თქმით, წარმომავლობის დასადგენად აუციებელია „სხვა მასალები“, რომელთაგან ზოგიერთი დაფუძნებულია სადაზვერვო მონაცემებზე და რომლებზეც წვდომა სახელმწიფოს გააჩნია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე